კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
აღწერა:
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
-
161 გენის ვარიანტების ანალიზი;
-
დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
-
უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
-
შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
სპეციფიკაციები:
ბიბლიოთეკის ტიპი: |
სამიზნე სექვენირების ბიბლიოთეკა |
---|---|
პროდუქციის ხაზი: |
Oncomine™ |
პროდუქტის ზომა: |
32 ნიმუში |
ტრანსპორტირების პირობები: |
მშრალი ყინული |